Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

"მთავარი არხი": ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ხურავს არხს

0
ტელეკომპანია "მთავარი არხის" განცხადებით, არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი "გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას" და ეტაპობრივად ხურავს არხს.


მათივე თქმით, არხი გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა.


"მთავარი არხი" უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც ჩვენს სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა. მიზეზი მარტივია - ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორი, გოგი ქურდაძე უარს ამბობს სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის იმ თანხის გადარიცხვაზე, რომელიც უკვე თვეების განმავლობაშია დაგროვილი გაყიდვების სახლის ანგარიშზე. უფრო მეტიც - ოქუაშვილის დირექტორი საერთოდ არ იძლევა ამ თანხების არხის სასარგებლოდ გამოყენების უფლებას, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს კი უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის.


ამავე მიზეზით თებერვლის დასაწყისიდან "მთავარი არხის" გავრცელება კიდევ უფრო შეიზღუდება, ვინაიდან ჩვენი სიგნალი გაითიშება საკაბელო ტელევიზიების დიდი ნაწილისთვისაც", - ვკითხულობთ არხის განცხადებაში.


მათივე ცნობით, უკვე ერთი თვეა ეთერში აღარ გადის რეკლამა და არხმა დაკარგა ყველა სპონსორი, გაყიდვების სახლთან კონტრაქტი ამოიწურვის გამო. არხის მენეჯმენტის თქმით, კონტრაქტების განახლების საშუალებას დირექტორი გოგი ქურდაძე, ზაზა ოქუაშვილის მითითებით არ იძლევა. 


განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ  "მთავარ არხს" შეუწყდა რეიტინგების მაჩვენებელთა მიწოდებაც, ჟურნალისტები კი, ძირითად შემთხვევებში, ვეღარ ახორციელებენ პირდაპირ ჩართვებს:


"ჩართვის აპარატების სერვისი გადაუხდელობის გამო აგრეთვე გათიშულია".


"ზაზა ოქუაშვილის და მის მიერ მართული დირექტორის, გოგი ქურდაძის ქმედებები წარმოადგენს კომპანიის განზრახ დაზიანებისა და კრიტიკული მედიის დახურვის მცდელობას, რაც ემსახურება "ქართული ოცნების" მიზნებს და აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს", - წერია განცხადებაში.




"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. 


"ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, გააკეთოს ის, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილს ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს "მთავარი არხი". ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის, გოგი ქურდაძის ხელით", - თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.


გაბუნიას განცხადებით უპასუხა ოქუაშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აწარმოებს რამდენიმე საერთაშორისო დავას, ამიტომ „კომიკური და ლოგიკას მოკლებულია” გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული, „ცუდად შეფუთული ბრალდება„ ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ. ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სურს „არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“.


ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობს. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.


2020 წლის მაისში, „მთავარი არხის“ მფლობელებმა ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ წილის 40% მისცეს ზაზა ოქუაშვილის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს.


2024 წლის თებერვალში, გვარამიამ 12%-იანი წილი თავის ცოლს გადასცა და არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. გენერალური დირექტორი გახდა გიორგი გაბუნია.


2024 წლის მარტში, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина вылетела из топ‑10 рейтинга WTA, Павлюченкова поднялась на девять позиций






Ефимов: 6 территорий реорганизуют по утвержденным в декабре проектам КРТ

СМИ: Экс-вице-президент РФС давал взятку за освобождение инвестора «Химок»

Шольц поблагодарил США «за освобождение» Германии от нацизма

Политика: Новые власти Сирии дипломатично попросили деньги у Москвы