რუსეთში კურსკის ოლქისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დასახელებისთვის ჩინოვნიკი დასაჯეს
მანამდე კარნაუშკომ TASS-ის პრესცენტრში განაცხადა, რომ ზიანი, რომელიც კურსკის ოლქს მიადგა, შეადგენს დაახლოებით 750 მილიარდ რუბლს (8 მილიარდამდე დოლარი). ხინშტეინი თვლის, რომ მოცემულ მომენტში დაუშვებელია რაიმე თანხაზე ან ციფრებზე ლაპარაკი, ან შეფასებების გაკეთება - რადგან რეგიონის ტერიტორია სრულად გათავისუფლებული არ არის. კარნაუშკოსთვის საყვედურის ფორმატის დაკონკრეტებას რეგიონის ხელმძღვანელი მოგვიანებით აპირებს, ადმინისტრაციასთან დისკუსიაში.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მხარი დაუჭირა კურსკის ოლქის გუბერნატორს და განაცხადა, რომ შეუძლებელია "სანდო ციფრების გამოთვლა" მანამ, სანამ რუსეთი კონტროლს აღადგენს ამჟამად უკრაინელი მეომრების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.
უკრაინამ მიზნად გამოაცხადა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა თავისი სასაზღვრო რაიონების დასაცავად. უკრაინის არმია აცხადებს, რომ აკონტროლებს ათობით დასახლებულ პუნქტს, მათ შორის სუჯის რაიონულ ცენტრს. რეგიონში მოქმედებს ფედერალურ დონეზე გამოცხადებული საგანგებო ვითარების რეჟიმი.
ოფიციალური მონაცემებით, სუჯის, გლუშკოვსკის, კორენევსკის რაიონებში - სადაც საომარი ქმედებები მიმდინარეობს, ასევე კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში სახლები დატოვა 100 ათასზე მეტმა ადამიანმა. იძულებით გადაადგილებული პირები ჩივიან არასაკმარის საცხოვრებელ პირობებზე და დახმარებებზე.