კრემლმა პასუხი გასცა ტაკერ კარლსონის განცხადებას პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ
პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა კარლსონის სიტყვებზე, რომ პუტინზე მკვლელობის მცდელობას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, კრემლში ეს თემა დეტალურად არ განუხილავთ და არც ვაშინგტონი უხსენებიათ.
ტელეარხ Fox-ის ყოფილმა წამყვანმა, კარლსონმა, თავისი პოდკასტის ბოლო ეპიზოდში განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პუტინზე თავდასხმის მზადების შესახებ. მას არ დაუსახელებია თავისი ინფორმაციის დეტალები ან წყაროები, მაგრამ შესაძლო მზადებას „სიგიჟე“ უწოდა. მას არ დაუკონკრეტებია, თავად ბაიდენმა იცოდა თუ არა შესაძლო გეგმების შესახებ. ვაშინგტონს მის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ტელეწამყვანმა შარშან თებერვალში ინტერვიუ აიღო პუტინისგან, დეკემბერში კი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისგან. კრიტიკოსებმა ჟურნალისტი არაერთხელ დაადანაშაულეს შეთქმულების თეორიების გავრცელებაში.