„ქართული ოცნების“ პარლამენტში, ამავე პარტიის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ. პროექტის თანახმად, მათ ეს უფლება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც უნარჩუნდებათ.