გლდანის ციხეში პატიმრობაში მყოფი მოქალაქე იოსებ გორგაძე „ვივამედის“ კლინიკაშია გადაყვანილი ისე, რომ დაუზუსტებელია, რა უძღოდა ამას წინ - მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ხულოდან და წალკიდან გლდანის ციხესთან არიან შეკრებილი და განმარტებებს ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.