Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში შედის შეზღუდვები ალუმინსა და გათხევადებულ აირზე

0
ევროკავშირი არ დააწესებს სრულ აკრძალვას რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვაზე სანქციების მე-16 პაკეტის ფარგლებში, რომელიც ოფიციალურად წარედგინა ევროკავშირის ქვეყნებს 29 იანვარს. ამის ნაცვლად შეწყდება რუსული გათხევადებული აირის მიწოდება ტერმინალებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ევროკავშირის გაზის გამანაწილებელ საერთო სისტემასთან. შეზღუდვა არ იმოქმედებს რუსეთის იმპორტის უმეტეს ნაწილზე.


რადიო თავისუფლება გაეცნო ევროკომისიის მიერ შემუშავებულ პროექტს. სხვა საკითხებთან ერთად, ახალი სანქციების პაკეტი მოიცავს სანქციების სიაში რამდენიმე ათეული ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას, რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 74 ნავთობტანკერის ჯარიმებს, აგრეთვე რუსული ალუმინის იმპორტის შეზღუდვას. ევროკავშირი ასევე გეგმავს, აკრძალოს ვიდეოთამაშების კონსოლების, Sony-ს PlayStation-ისა და Microsoft-ის Xbox-ის, ექსპორტი რუსეთში, რომლებსაც რუსეთი დრონების სამართავად იყენებს.




რუსული გათხევადებული აირის აბსოლუტურ აკრძალვაზე უარი, რომლის ევროპაში იმპორტმაც შარშან რეკორდულ დონეს მიაღწია, იმედს გაუცრუებს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვენ, წერს Politico. 28 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, შარშან რუსეთიდან ევროკავშირში გათხევადებული გაზის მიწოდება 2023 წელთან შედარებით თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა.


დეკემბერში ევროკავშირის ათმა ქვეყანამ - მათ შორის ფინეთმა, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - მოუწოდეს ევროკომისიას, „რაც შეიძლება მალე აიკრძალოს რუსული გაზისა და გათხევადებული აირის იმპორტი“.




ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსეთის ნახშირისა და ნავთობის იმპორტი. თუმცა, რუსეთიდან მილსადენის გაზზე სანქციების დაწესება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან მასზე ჯერ კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანაა დამოკიდებული და ზომების შემოღებას ბლოკის წევრების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება. რუსულ გათხევადებულ გაზზე უარის თქმა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სანქციების მეშვეობით, ისე შესყიდვების ეტაპობრივი შეზღუდვის „საგზაო რუკის“ ფარგლებში.


Bloomberg-ის თანახმად, შეზღუდვები ეტაპობრივი იქნება და ევროპელ მყიდველებს რუსეთიდან კვოტების სისტემით ალუმინის იმპორტირების საშუალებას მისცემს ერთი წლის განმავლობაში, სანამ სრული აკრძალვა შევა ძალაში. ევროკავშირი ჯერაც ყიდულობს რუსეთისგან ამ ლითონის დაახლოებით ექვს პროცენტს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Поражение Соболенко в финале Australian Open назвали неслучайным






Стройки РФ восполнили нехватку рабочей силы гастарбайтерами из Индии - они пока не просят для себя высоких зарплат

Утвержден план участка под объект коммерческого назначения в районе Вороново

В московском Доме кино прошло прощание с Игорем Янковским

Ликсутов: в Митине появится промтехнопарк в рамках МаИП