Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

პუტინს "მოლაპარაკებების ეშინია" და ომს აჭიანურებს - ზელენსკი

0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს "ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად".

ზელენსკი ასეთი კომენტარით გამოეხმაურა პუტინის მანამდე გაკეთებულ განცხადებას, რომ არ არის მზად, ხელი მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც "არალეგიტიმურად" მიიჩნევს.

ზელენსკის თქმით, ახლა "არსებობს რეალური მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა", მაგრამ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ "ან გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა, ან მიიღოს პაუზა და მომავალში ჰიბრიდული დარტყმებით, კვლავ მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შეჭრა." ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და რუსეთს მშვიდობა "აიძულონ".

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი უფრო სწრაფად დაასრულოს, ვიდრე ვინმე სხვამ, თუმცა მან ჯერ არ იცის ყველა დეტალი.



ზელენსკის თქმით, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად ყველა მხარის სურვილია საჭირო, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ არ გამოუვლენია ასეთი მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილი. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რაც, მისი აზრით, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთონ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович пробилась в основную сетку турнира WTA-500 в Линце






Полиция поймала подростков, избивших жителя подмосковного Раменского молотком

Вторую очередь Ростовского кладбища построит крупный дорожный подрядчик

В московском Доме кино прошло прощание с Игорем Янковским

Утвержден план участка под объект коммерческого назначения в районе Вороново