Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30
31

სულ მცირე 12 მლოცველი დაიღუპა ინდოეთში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტაში - ბიბისი

0

სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავებული მოხვდა საავადმყოფოში ინდოეთის პროვინცია პრაიაგრადჟში, რელიგიურ ფესტივალ მაჰა კუმბა მელას დროს მომხდარ ჭყლეტაში.

როგორც "ბიბისი" შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ჭყლეტა მოხდა ღამით, როდესაც მრავალი მლოცველი შეეცადა, გაერღვია პოლიციის მიერ აგებული ღობე "ნოსუ სანგამისკენ" მიმავალ გზაზე. ესაა ადგილი, სადაც ინდუიზმის სამი წმინდა მდინარე: განგი, იამუნი და მითური სარასვატი უერთდება ერთმანეთს. მორწმუნეები ფიქრობენ, რომ ამ ადგილას განბანა ყველაზე მეტად განწმენდს სულს.

მოელოდნენ, რომ რელიგიურ რიტუალში მონაწილეობას დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი მიიღებდა. ინდოეთის ხელისუფლებას დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია, მაგრამ მსხვერპლის არსებობა დაადასტურა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სამძიმარი გამოუცხადა მომლოცველებს, რომლებმაც" დაკარგეს საყვარელი ადამიანები" და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. ინდოეთის პრეზიდენტი დრაუპადი მურმუ ასევე წერდა, რომ ის ლოცულობს ჭყლეტაში დაღუპულთათვის.

ინდოეთის მაჰა კუმბა მელას ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ ტარდება, 13 იანვარს დაიწყო. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ჩაყვინთვა სულის განწმენდისთვის. სავარაუდოდ, 400 მილიონზე მეტი ინდუისტი მომლოცველი დაესწრება ღონისძიებებს, რომლებიც 26 თებერვლამდე გაგრძელდება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Поражение Соболенко в финале Australian Open назвали неслучайным






Против ЦБ подали в суд о нарушении авторских прав на «Ёжика в тумане»

Утвержден план участка под объект коммерческого назначения в районе Вороново

Художник-постановщик "Ежика в тумане" подала в суд на Центробанк

Юрист назвал излишним оповещение семей владельцев о возможной потере участка