კადიროვის ბიძაშვილი დუბაიში 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ვილებს ფლობს
ჟურნალისტების ცნობით, ედილგირიევმა ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე მდებარე ერთ-ერთი ვილა 2022 წლის დეკემბერში 14,4 მილიონ დოლარად შეიძინა. მედიამ ადრე უკვე დაწერა ამ ქონებისა და რამზან კადიროვის ოჯახთან მისი კავშირის შესახებ. ეს არის ხუთ საძინებლიანი სახლი ოსმალურ სტილში, რომელიც ცალკე დგას სასტუმრო კომპლექს Zabeel Saray-ის ტერიტორიაზე. 2023 წლის ოქტომბერში შაჰრუდი ედილგირიევმა შეიძინა კიდევ სამი ვილა დუბაის კონტინენტზე, დაახლოებით ექვსი მილიონი დოლარის საერთო ღირებულებით.
გერმანიის პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, "ვაჟნიე ისტორიის" ჟურნალისტები წერენ, რომ შაჰრუდი ედილგირიევის ძმა, პახრუდი ევროკავშირში იძებნება ადამიანის უფლებათა დამცველისა და ოპოზიციონერი ბლოგერის თუმსო აბდურახმანოვის ძმის, მუჰამედ აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის მომზადების საქმეში.
ჩეჩნეთში მეჩეთების მშენებლობაზე პასუხისმგებელია კიდევ ერთი ედილგირიევი, ამრუდი.
რუსლან (აბუბაკარ) ედელგერიევმა, ჩეჩნეთის მეთაურის თანასოფლელმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, დუბაიში კლიმატის კონფერენციის მასპინძლობისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროს პრეზიდენტისგან უმაღლესი ორდენი მიიღო. ეს ჯილდო, როგორც წესი, მხოლოდ უცხოელ სახელმწიფოს მეთაურებს ენიჭებათ.
ჩეჩენი უფლებადამცველების განცხადებით, კადიროვი და მისი ოჯახი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დიდ აქტივებს ფლობენ.