Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

ბელგრადიდან ასეულობით სტუდენტმა დაიწყო საპროტესტო მსვლელობა ნოვი-სადის მიმართულებით

0
ლოზუნგით" ერთი ნაბიჯი სამართლიანობისკენ", სტუდენტებმა, რომლებსაც ბლოკირებული აქვთ ბელგრადის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, 30 იანვარს საპროტესტო მსვლელობა წამოიწყეს ნოვი-სადის მიმართულებით. რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ცნობით, საწყისი პუნქტი, საიდანაც ბლოკირებაში მონაწილე ბელგრადელი სტუდენტები ნოვი-სადისკენ დაიძრნენ, არის ბელგრადის დრამატული ხელოვნების ფაკულტეტი. მათი მარში 1 თებერვალს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის წინ დასრულდება.

სამოცდაათ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ, ბელგრადიდან დაძრული სტუდენტები 1 თებერვალს შეუერთდებიან ნოვი-სადის სტუდენტებს და მათთან ერთად გადაკეტავენ ქალაქში მდებარე სამ ხიდს.

სტუდენტები ნოვი-სადისკენ მიემართებიან ფეხით - ტრანსპარანტებით, ზურგჩანთებითა და საძილე ტომრებით.

სერბეთის პოლიცია არეგულირებს და აკონტროლებს გზაზე ტრანსპორტის, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანების მოძრაობას.



მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ პოლიცია სრულად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას სტუდენტების მარშის მთელ გზაზე.



"მარშრუტზე მოძრაობა შეჩერდება და გადამისამართდება, კოლონის წინ და უკან განთავსდებიან საგზაო პოლიციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის თანამშრომლები, ასევე სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანები", - თქვა დაჩიჩმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სერბეთში უკვე ორი თვეა გრძელდება. დემონსტრაციები დაიწყო ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურზე, ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.



სტუდენტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ოპოზიციონერი აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ უხარისხო რემონტის მიზეზი კორუფცია იყო.

სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლების ფონზე, 28 იანვარს თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სტუდენტების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია ხელისუფლების მიერ.



სტუდენტებმა, რომლებიც ფაკულტეტებისა და მაგისტრალების ბლოკირებაში მონაწილეობენ, განაცხადეს, რომ ვუჩიჩი არ არის კომპეტენტური, შეასრულოს მათი მოთხოვნები, რის გამოც ისინი განაგრძობენ პროტესტს.

სტუდენტთა მოთხოვნებს შორისაა გარდამავალი მთავრობის შექმნა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოამზადებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Тренер Абашкин заявил, что Соболенко удивила поражением в финале АО-2025






Гендиректора «Фонбета» Анохина арестовали по делу о взятках

В Павловском районе производили опасное сливочное масло

День рождения духового оркестра отметят в Свиблово

Представители России, Италии, Франции и других стран приедут в Рязань на конференцию