მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე დრონებით შეტევას
სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევის შედეგად. ამის შესახებ დღეს, 30 იანვარს, დილით იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
გასულ ღამით დრონით დარტყმა იყო მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე.
მაშველებმა დაღუპულთა ცხედრები განადგურებული ბინების ნანგრევებიდან დილით გამოიტანეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ხუთს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონით დარტყმის შედეგად სახლის ოთხ სართულზე ხუთი ბინა დაინგრა.