Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონტაქტი აქვს მოსკოვთან ავიაკატასტროფაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო

0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა 30 იანვარს, რომ ვაშინგტონს კონტაქტი აქვს მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო შვეულმფრენთან შეტაკების დროს რუსეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.


„კონტაქტი გვაქვს რუსეთთან“ - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, როცა უპასუხა შეკითხვას, ხელს უწყობს თუ არა აშშ რუსეთში დაღუპულების გვამების დაბრუნებას.


„პასუხია, დიახ, ხელს შევუწყობთ“ - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ თვითმფრინავში სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.


ტრამპმა ჟურნალისტებს ავიაკატასტროფის თაობაზე უთხრა, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემები სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული.


”მათ ბევრი ფული დახარჯეს სისტემის განახლებაზე", - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ახალი სისტემა რომ შეეძინათ, უფრო იაფი დაუჯდებოდათ.



30 იანვრის ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.


თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.


ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.


სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.


30 იანვარს, დილით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.


ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ფედერაციას მათი კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.


ეს აშშ-ში 2009 წლის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პირველი კატასტროფაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წელს ნიუ-არკიდან მომავალი Bombardier Q400-ის ტიპის თვითმფრინავი ბაფალოს აეროპორტთან მიახლოებისას შენობას დაეჯახა. დაიღუპა 49 ადამიანი.


1982 წლის იანვარში, ვაშინგტონის აეროპორტიდან აფრენილი Boeing 737 ქალაქის ცენტრში ხიდს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 78 ადამიანი და კიდევ 3, რომლებიც ხიდზე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Калинский: Синнер сказал, что приедет к нам на матч «Пари НН»






Взрыв произошел на оборонном заводе Rheinmetall в Испании, шестеро пострадали

В Москве похищен бюст врача, в честь которого названа больница в Ираке

Главные новости дня, 30 января 2025 года

В Вашингтоне аэропорт имени Рональда Рейгана возобновил прием и отправку рейсов