Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2025

აქტივისტების, ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია გამოძიება

0
აქტივისტების ნიკოლოზ ლაცაბიძისა და დათო ფუთურიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების [სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი] საქმეზე მიმდინარეობს.


უწყებაში, ასევე ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


ამ დროისთვის, საქმეზე არავინაა დაკავებული. 


აქტივისტი დავით ფუთურიძე ჰყვება, რომ პოლიციამ მას საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისივე სიტყვებით, ამოღებულია ტანსაცმელი და ფოიერვერკები.


"მეკითხებოდნენ 28 იანვარს სად იყავიო, რატომ იყავი ამ და ამ პიროვნებებთანო, მათ შორის ნიკოლოზ ლაცაბიძესთან ერთად და მესამეს ვერ დაგისახელებთ მისი თანხმობის გარეშე. პრობლემა ის არის, რომ იმ მესამე პიროვნების გვარი არ ვიცოდი, სახელით ვიცნობდი და თვითონ მითხრეს, ვისთან ერთად ვიყავი მე. შემდეგ მაჩვენეს კადრები, სადაც მეტროს ფასადებზე ვწერთ წარწერებს. შემდეგ მითხრეს, უნდა შეგვესრულებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამის ფარგლებში წაგვიყვანეს, სადაც დავწერეთ, ვუთხარით ყველაფერი. შემდეგ წამოვედით ჩემთან სახლში და ამის შემდეგ გავიგე, რომ ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო. ამოიღეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს გვეცვა, ასევე ამოიღეს ფოიერვერკები, რომელიც სახლში გვედო... წაიღეს ორი შარვალი, ერთი რომელიც მე მეცვა, მეორე ნიკოლოზსს, ხელთათმანი, ქურთუკი, მოსაცმელი და "ბალაკლავა", - თქვა დავით ფუთურიძემ "ტვ პირველთან" საუბარში.


კიდევ ერთი აქტივისტი, ირაკლი ლაცაბიძე აცხადებს, რომ მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის კედელზე დაწერილ წარწერებს ედავებიან, თუმცა როგორც ამბობს, "არაფერი გაუკეთებია".


"არაფერი არ გამიკეთებია და არ ვიცი, რატომ მედავებიან. ერთი შემიძლია ვთქვა ფოიერვერკზე, რომ გამოყენებული ნამდვილად არ იქნება არალეგალურად. 28 იანვარს კი მე ვიყავი დათო ფუთურიძესთან მისული და დავრჩი. ალბათ, მაგიტომ გევდავებიან ორივეს. რეალურად, ვიდეოთამაშები ვითამაშეთ. ეცადნენ, გამოეტყუათ, რომ დანაშაული ჩავიდინე. მამაჩემია მხატვარი და საღებავები გვაქვს, რა თქმა უნდა, ნახეს. ჩემი პირადი ნივთები, რომელიც ჩანთაში მქონდა, ერთი ეს არის ტელეფონი, ხელთათმანი, ორი ცალი რესპირატორი, წყლის სათვალე, საყვირი. ამათი ტარების უფლება ყველას გვაქვს, კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ არის", - ამბობს ლაცაბიძე "ტვ პირველთან" საუბარში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анна Курникова оказалась в инвалидной коляске. Секс-символа тенниса просто не узнать






Белый дом: при Дональде Трампе нелегальные мигранты не будут иметь значения

ВЫСШАЯ КВАНТОВАЯ ФИЗИКА УПРАВЛЕНИЯ МИРОМ! ELON MUSK CAN STOP HIS SPACE EXPLORATION! NEW IDEAL WORLDS TO DO IS NOT SO EXPENSIVE. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Мишустин попросил прекратить давление на роскомпании в Кыргызстане

В Австрийских Альпах лыжник выжил после того, как его накрыло лавиной