Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ისრაელი და ჰამასი მძევლების მორიგ ჯგუფს ცვლიან

0
ისრაელსა და ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) შორის, ერთი მხრივ, მძევლების და, მეორე მხრივ, პატიმრების მორიგი გაცვლა ხდება დღეს, 1 თებერვალს.


ისრაელის მოქალაქეებმა, იარდენ ბიბასმა, ოფერ კალდერონმა და კიტ სიგალმა ღაზის სექტორში მძევლობაში 484 დღე გაატარეს.


ბიბასი და კალდერონი უკვე გადასცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს ჰან-იუნისში. ორივე ყოფილი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.


65 წლის სიგალი, რომელსაც აშშ-ის მოქალაქეობაც აქვს, ჯაბალიაში გაათავისუფლეს.


შეთანხმების პირობების თანახმად, ისრაელი 1 თებერვალს გამოუშვებს თავის ციხეებში მყოფ 183 პალესტინელს.


მძევალთა სიაში, რომლებიც ჰამასმა უნდა გაათავისუფლოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, 33 გვარია. მათ შორის, სავარაუდოდ, რვა გარდაცვლილია. პირველ ეტაპზე, სულ, ისრაელი ორი ათასამდე პალესტინელს გამოუშვებს.




ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.


პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 46 900-ზე მეტი ადამიანი. ასეულობით ათასი დევნილად იქცა.


საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.


2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მოჰამედ დეიფის (დაღუპულად გამოცხადებული) დაპატიმრების ორდერები. ისინი ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.


 




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Курникова

Анна Курникова оказалась в инвалидной коляске. Секс-символа тенниса просто не узнать






Казанский ТЮЗ показал спектакль «Просто жить» о жизни после участия в СВО

Леус: в Московском регионе в январе установились температурные рекорды

КХЛ. «Динамо Москва» — СКА. Прямая трансляция: смотреть хоккей онлайн

Мать, муж, дети и... Наследников Анастасии Заворотнюк станет больше