იურისტები საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის გეგმებს უკავშირებენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 31 იანვარს დამტკიცებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა.