Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ქუთაისში 1 თებერვალს დაკავებული მირიან ბერულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა

0
ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს ჟურნალისტ მირიან ბერულავას მხარდასაჭერად მისმა კოლეგებმა. ჟურნალისტების თქმით, ფეისბუკ პოსტისთვის ადამიანის დაკავება მათთვის მიუღებელია - მირიან ბერულავა 1 თებერვალს დააკავეს და მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 




როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე ამბობს,  მირიან ბერულავა დააკავეს იმ კრიტიკული მოსაზრებისთვის, რომელიც მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში:


„არ ვენდობი სისტემას!“ ამ სიტყვებისთვის დააკავა პოლიციამ მირიან ბერულავა, პოლიციასთან მარტო მყოფმა, პირისპირ თქვა ეს,  დიდი გამბედაობაა, მაგრამ ათი ათასობით ადამიანი გარეთ დგას იმიტომ რომ არ ენდობა სისტემას. მირიან ბერულავას დაკავება ნიშნავს, რომ პოლიციას ინფორმაცია საერთოდ არ აქვს, რადგან არც ვიცნობ მეორეს ასეთ სუფთა და წესიერ ადამიანს“.


"დიქტატურაა, როდესაც მოქალაქე ფეისბუქ პოსტისთვის და პოზიციის დაფიქსირებისთვის საპყრობილეში შეიძლება აღმოჩნდეს," - ამბობს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე. 


1 თებერვლის, საღამოს 7 საათისთვის, ბერულავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა, რომ მასთან პოლიცია მივიდა და გამოკითხვაზე გადაყვანას უპირებენ. ამის შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ შეძლეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა.


მანამდე, ბერულავამ ფეისბუკზე დაწერა: „თქვენი რომ შეგვეშინდება, მაშინ დავმარცხდებით. საქართველო ადექი - აჯანყდი!


მან გამოაქვეყნა მეორე პოსტიც: „ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“. მეგობრები მის დაკავებას სწორედ ამ მეორე პოსტს უკავშირებენ.


მირიან ბერულავა სოხუმიდან დევნილია და ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ცხოვრობს. ის წლების განმავლობაში ქუთაისში, რეგიონულ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობდა. ბერულავა ქუთაისში მიმდინარე პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა.


ქუთაისში, ისევე როგორც თბილისსა და სხვა ქალაქებში, 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს პროევროპული აქციები. დემონსტრანტები მსვლელობებითა და პერფორმანსებით გამოხატავენ პროტესტს. ისინი ითხოვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და დაკავებულების, მათ შორის „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. დემონსტრანტები თვლიან, რომ პროევროპული აქციების დროს დაკავებული ყველა პირი რეჟიმის ტყვეა.


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Первая ракетка мира Янник Синнер завел YouTube-канал






Огуречный лосьон и его история

Доцент Балынин рассказал, насколько выросли выплаты работающих пенсионеров в РФ

В Москве мужчина поджёг себя в квартире бывшей жены и троих детей

Неопытный игрок: что означает «нуб» и когда уместно это слово