Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

გერმანიის ქალაქებში ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მემარჯვენე ექსტრემიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში

0
გერმანიის ქალაქებში ათეულ ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა პროტესტი გამოეხატა მემარჯვენე ექსტრემიზმისა და პარტიასთან “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) პოლიტიკური თანამშრომლობის წინააღმდეგ.


პოლიციის თანახმად, ბერლინში სამთავრობო უბანში 160 ათასმა ადამიანმა გაიარა.


დემონსტრაციები გაიმართა ლოზუნგით „ზნეობრივი ადამიანების ამბოხება - დემონსტრაცია “ბრანდმაუერისთვის” (გერმ. ხანძარსაწინააღმდეგო კედელი. გადატან. პოლიტ. მკაფიო და გადაულახავი ზღუდე დემოკრატიულ პარტიებსა და ექსტრემისტულ და რადიკალურ ძალებს შორის).


დემონსტრანტების პროტესტი მიმართული იყო მემარჯვენე ცენტრისტული - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერისა და ბუნდესტაგში მკაცრი მიგრაციის ნორმების თაობაზე მისი წინადადების წინააღმდეგ, რომელსაც ემხრობა ულტრამემარჯვენე პარტია - AfD-ი. გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა ჰამბურგში, კიოლნში და ლაიფციგში განაცხადეს, რომ ფრიდრიხ მერცმა და მისმა ქრისტიან-დემოკრატებმა დაარღვიეს გერმანიის ყველა დემოკრატიული პარტიის ნაციზმის შემდგომ პერიოდში დადებული დაუწერელი პირობა, არასდროს მიეღოთ პარლამენტში რომელიმე ნორმა ან რეზოლუცია, რომელსაც ემხრობა ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიები, როგორიცაა "ალტერნატივა გერმანიისთვის."


გასულ კვირაში მერცმა პარლამენტში შეიტანა წინადადება, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა და მოუწოდა გერმანიას, უკან გააბრუნოს მის საზღვრებთან მყოფი მიგრანტების უმეტესობა. ეს წინადადება გავიდა AfD-ს მხარდაჭერის წყალობით. 


თუმცა 31 იანვარს, გერმანიის პარლამენტმა ხმების მცირე სხვაობით უარყო მიგრაციის წესების გამკაცრების მომხრე კანონპროექტი, არსებობდა იმის საფრთხე, რომ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო პირველი კანონპროექტი, რომელიც ულტრამემარჯვენე პარტიის დახმარებით იქნებოდა მიღებული. მაგრამ, ის მაინც გახდა მომავალ არჩევნებზე ულტრამემარჯვენე კანდიდატების მიმართ დამოკიდებულების შესახებ დავის საგანი.


დემონსტრანტებმა და მემარცხენე მიმართულების პოლიტიკოსებმა მერცი დაადანაშაულეს ტაბუს დარღვევაში და AfD-ს წინააღმდეგ მთავარი პარტიების "დამცავი კედლის"-  “ბრანდმაუერისთვის” საფრთხის შექმნაში. თუმცა მერცი ამტკიცებს, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა და რომ მას არ ჰქონია და არ ექნება თანამშრომლობა AfD-სთან.


ასობით მომიტინგემ დროებით დაბლოკა ქრისტიან-დემოკრატების ოფისები სხვადასხვა ქალაქებში, ხოლო 2 თებერვალს, დღისით, ბერლინში 20 000-მდე ადამიანმა მოაწყო დემონსტრაცია. კიოლნში ხალხმა პროტესტი გამოხატეს მდინარე რაინში, 350 გემზე, იტყობინება გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa. გემები გამწკრივდნენ მთელი ქალაქის გასწვრივ, დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები ლოზუნგებით "არა რასიზმს" და "დემოკრატიისა და მრავალფეროვნებისთვის".



ქრისტიან-დემოკრატების მიგრაციის პოლიტიკის და რასიზმის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა ნიურნბერგში, რეგენსბურგში, ბონში, ფლენსბურგში, საარბრუკენში და სხვა ქალაქებში .


გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული კავშირი, რომელმაც წამოაყენა საიმიგრაციო წინადადება და კანონპროექტი, ლიდერობს ხმების დაახლოებით 30%-ით, მაშინ, როცა AfD-ი მეორე ადგილზეა ხმების დაახლოებით 20%-ით, ხოლო სოციალ-დემოკრატებს და მწვანეებს უფრო ნაკლები ადამიანი ემხრობა.


AfD-მა, რომელიც 12 წელია არსებობს, პირველად 2017 წელს მოიპოვა ადგილი ბუნდესტაგში.


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рыбакина и Путинцева узнали свои места в новом рейтинге WTA






Падение спроса: политический кризис повлиял на турпоток в Абхазию

Утреннее чтиво: кибермошенничество, склады государственные, иностранцы проникают

Новости Красноуфимского района

Эксперт предупредила о штрафах за долгий прогрев автомобиля в жилой зоне