საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს - კაია კალასი
“მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა, რომელიც დღეს თბილისში მოხდა, მიუღებელია.
საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, არანაირ მოლოდინს არ ამართლებს.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მის ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" - დაწერა მან 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელში გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების დაკავების და მათზე ძალადობის კადრების გავრცელების შემდეგ.
2 თებერვალს თბილისში აქციებზე 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგნ ყველაზე მცირე, 5-ს დაკავებისას ძალადობის გამო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ამ აქციის ანონსის შემდეგ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით შეცვალა კანონი და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად აქცია გზების გადაკეტვა, გზის ეს მონაკვეთი კი, სადაც აქცია იყო დაგემგილი, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტად გამოაცხადა.