Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საია გენერალურ პროკურორს: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა

0
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს სთხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, შეუჩეროს მას უფლებამოსილება და უზრუნველყოს გამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა.


საიას განცხადების ფონია 2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელთან გამართული აქციიდან მედიის მხრიდან გავრცელებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა - უფრო კონკრეტულად კი, როგორ მიჰყავთ მასთან დაკავებული ადამიანი ნიღბიან პირებს, რომელსაც ხარაზიშვილი სახეში წიხლს უტყამს.




"იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აქტივისტების მიმართ განხორციელებული წამება/არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული გამოძიება ამ დრომდე მოწმობს მის არაეფექტიანობას, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი დეპარტამენტის ზემდგომ პროკურორს, განახორციელოს გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა და მყისიერად აცნობოს საზოგადოებას დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე მოქმედებები" - ნათქვამია საიას განცხადებაში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина начала работать с бывшим тренером Динары Сафиной






«Мы не будем менять наши этические нормы»: как работает филиал Ельцин Центра в Москве

Видео: Комбат Сергей Ефремов никогда не прятался за спинами своих бойцов

Гриша Степанян – кавалер четырех орденов Мужества

В Госдуме призвали разрешить тратить маткапитал на приобретение отечественного авто