Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

არაოფიციალური ცნობებით თბილისში აქციაზე 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული - სია

0
2 თებერვალს, თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ არ გაუვრცელებია - ღია წყაროების, პარტიების ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებების და ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულების არასრული სია ასეთია:



დიმიტრი ბიძინაშვილი ნიკა მელია ალექსანდრე გოგოლაძე ვასილ ელიავა ლევან ასანიძე ⁠კონსტანტინე კობერიძე ირაკლი ტაბატაძე მამუკა დიასამიძე სანდრო ჩაფიძე დავითი ბერიტაშვილი-ჭიტაძე ზურაბ შონია ნიკოლოზ ქუმსიაშვილი ირაკლი წიგნაძე (უზი) გედევან კუპრავა ნიკოლოზ კუტუბიძე ⁠ბადრი გრიგალაშვილი ⁠ლუკა სარიშვილი ⁠ნიკოლოზ გველუკაშვილი (არასრულწლოვანია) დავით კაკაშვილი ⁠ლევან ობოლაძე ⁠ გურამ კაპანაძე მარი კაპანაძე გიგი უგულავა ირაკლი ვეშაგურიძე


დაკავებული იყვნენ და მალევე გაათავისუფლეს პოლიტიკოსები, თენგო თევზაძე და გიორგი კირთაძე.


დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს არასრულწლოვანი ნიკოლოზ გველუკაშვილიც.


ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებულთა ნაწილი ნაცემია - აქციის კადრებშიც ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები დაკავების შემდეგ მოქალაქეებს ე.წ. დაკავების მანქანებში ჩასმამდე. დაკავებების ნაწილს პირადად ხელმძღვანელობდა და რამდენიმე დაკავებულს ფიზიკურადაც გაუსწორდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევებისთვის დასანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილმა თავის მოადგილეებთან ერთად მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.


დაკავებულებიდან გავრცელებული ინფორმაციით ნაცემი და ცემის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია ზუკა შონია. ვრცელდება ცნობები, რომ ნაცემია ბადრი გრიგალაშვილიც.




იქიდან გამომდინარე, რომ დაკავებულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ბუნდოვანია დაკავებულები ადმინისტრაციული წესით არიან თუ სისხლის სამართლის კოდექსით.


პოლიციასთან ჭყლეტაში მოხვდა სანდრო აბესაძე, რომელმაც აქციაზე გონება დაკარგა და ახლობლების ცნობით კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ის კლინიკა ვივამედშია ჰოსპიტალიზებული. კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ასევე ტვ პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია.


აქციაზე ძალადობას და დემონსტრანტების დაკავებას 21:44-ზე განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არც ომბუდსმენს გაუვრცელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და დემონსტრანტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები.


"სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.




თბილისი მოლთან 2 თებერვალს აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომლითაც გზების გადაკეტვა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდა. აქციის დაწყებამდე შსს-მ ორჯერ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Алекс Де Минор

Де Минор стал финалистом турнира в Роттердаме






«Ждите гостей» с 11 февраля: за такую ванну насчитают не по счётчику, а согласно нормативу — новые правила и штрафы

В Подмосковье ожидается -3 градуса и высокое давление

Меган Маркл поцеловала принца Гарри на публике после слухов о проблемах в браке

Россияне испытывают сложности на отдыхе в Турции из-за блокировки карт