Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დისკუსიები კარგად მიმდინარეობს

0
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ტრამპმა ეს 2 თებერვალს, გვიან ღამით ჟურნალისტებს უთხრა რაიმე დეტალების დაკონკრეტების გარეშე.


რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კით კელოგმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარეს დათმობები მოუწევს. ადრე იგივე თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობას.




პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დასრულება პრიორიტეტია. ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა, გეგმა არ წარმოუდგენია. დონალდ ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება.



რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
უკრაინა თავის მიზნად ასახელებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღებას.
პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.


 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Монпелье (ATP). 1/2 финала. Оже-Альяссим сыграет с де Йонгом, Рублев – с Ковачевичем






В СРЗП готовят законопроект о полном запрете рекламы пива на ТВ

Пенсионера арестовали в Омске за нападение с ножом на пассажиров в поезде Томск – Адлер

Минэнерго: Турция в ближайшие месяцы примет решения по проектам АЭС в Синопе и во Фракии

Кузбассовцы вновь будут работать шесть дней