რუსეთის ახალმა კურატორმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის მიმდინარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, აეროპორტი მიმდინარე წლის 1 მაისამდე ამოქმედდეს.