Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუსეთის სამხედრო უწყებას სურს, გაართულოს ჯარიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობით

0

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ წვევამდელებს კიდევ უფრო გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული სამხედრო უწყებასთან ან მობილიზებულები არიან საყოველთაო მობილიზაციის კანონის საფუძველზე. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რუსეთის სამხედრო უწყების მხრიდან გათავისუფლების პროცედურის გართულების მცდელობას ყურადღება მიაქცია არასამთავრობო ორგანიზაცია "ცნობიერი უარის მთქმელთა მოძრაობამ".

მოძრაობის წევრ არტიომ კილგის თანახმად, ახალი პროცედურით ფაქტობრივად ისპობა გაწვევის აცილების შესაძლებლობა ჰიპერტონიის გამო. ცვლილებები შეეხება ასევე ჰიპოთირეოზით, ფსორიაზით, ეგზემითა და მენტალური აშლილობით დაავადებულ წვევამდელებს, რომლებსაც ე.წ. B-კატეგორიიდან ("შეზღუდულად ვარგისია სამსახურისთვის") , გადაიყვანენ B3 კატეგორიაში ("ვარგისია უმნიშვნელო შეზღუდვით").

როგორც გაზეთი "კომერსანტი" აღნიშნავს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ცვლილებები საშუალებას მისცემს უწყებას, რომ პირველადი, მეორადი და ლატენტური სიფილისის მქონე მოქალაქეებს მიანიჭონ არა კატეგორია "B" (შეზღუდულად ვარგისი, არ ექვემდებარება გაწვევას მშვიდობიან დროს), არამედ B4 კატეგორია. რაც ნიშნავს, რომ ასეთ კატეგორიაში მოხვედრილ წვევამდელებს სამინისტრო გაიწვევს საინჟინრო და სარკინიგზო ჯარებში, გასამხედროებულ დაცვაში და ასევე გამოიყენებს მეკავშირეებად და ტექნიკოსებად.

ასეთი ცვლილება რუსეთის სამხედრო უწყებას შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო მეტი მოქალაქე გაიწვიოს ფრონტზე, სადაც რუსეთის არმია ცოცხალი ძალის დიდ დეფიციტს განიცდის.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA официально приняла решение по Рыбакиной






В Иране проведут Неделю российской культуры

В Москве стартовали съемки многосерийной семейной комедии «Одни дома»

Врач-офтальмолог Кирилл Светлаков: как можно изменить цвет глаз

Посол Ирана подтвердил активное развитие военно-технического сотрудничества с РФ