Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

თეთრ სახლში გაიმართა ტრამპისა და ნეთანიაჰუს შეხვედრა

0
ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.


მათი საუბრის თემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება იყო აშშ-ს პრეზიდენტის შეთავაზების ფონზე, პალესტინელები სამუდამოდ გადაასახლონ ომის შედეგად დაზარალებული ღაზის სექტორიდან, პალესტინელთა ტერიტორიიდან.


„ვისურვებდი, რომ მათთვის გაგვეკეთებინა რაღაც სასიამოვნო, რაღაც კარგი, რომ მათ უკან დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონდეთ “, - თქვა ტრამპმა ნეთანიაჰუსთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას. "რისთვის უნდა სურდეთ უკან დაბრუნება? იქ ჯოჯოხეთია,"- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი პალესტინელების და ღაზის სექტორის შესახებ, სადაც 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე ომის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა და შენობების 90 პროცენტი დანგრეულია.


ტრამპმა ადრე თქვა, რომ პალესტინელებს „მოეწონებათ“ მისი გეგმა ღაზის სექტორიდან მათი გადაყვანის და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტესა და იორდანიაში, გადასახლების შესახებ. ტრამპმა 4 თებერვალს ასევე განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს პალესტინელების სამუდამოდ გადასახლებას ღაზიდან იმ ადგილებში, სადაც მათ ძალადობის მიმართ შიშის გარეშე შეეძლებათ ცხოვრება. ტრამპმა ისრაელის პრემიერმინისტრს უთხრა, რომ ის და მისი გუნდი განიხილავენ პალესტინელების განსახლების შესაძლებლობას იორდანიასთან, ეგვიპტესთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან.


ტრამპმა, ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ იკისრებს კონტროლს ომით განადგურებულ ღაზის სექტორზე. "აშშ ექნება ღაზა კონტროლის ქვეშ, და ჩვენ გავაკეთებთ იქ სამუშაოს. ჩვენ დავეპატრონებით მას. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი ყველა არ აფეთქებული ბომბის და სხვა იარაღისთვის ამ ტერიტორიაზე".


ტრამპის თქმით, მას სურს იხილოს ისეთი შეთანხმება, რომელიც ადამიანებს შეაძლებინებს "სამუდამოდ დასახლდნენ ლამაზ სახლებში, სადაც ისინი ბედნიერი იქნებიან და არ ესვრიან და არ მოკლავენ“.


ტრამპი ისრაელსა და ჰამასს (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) შორის ცეცხლის შეწყვეტას მიიწერს 15 თვეზე მეტი ბრძოლისა და დაბომბვის შემდეგ და სავარაუდოდ, მოუწოდებდა ნეთანიაჰუს გადასულიყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ეტაპზე, რომელიც მიზნად ისახავს უფრო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.


როდესაც AFP-მა ჰკითხა, რამდენად ოპტიმისტურად იყო განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზაზე გადასვლის თაობაზე, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ „შეეცდებიან“.


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპისეულ გეგმას ღაზის სექტორში შეუძლია "ისტორია შეცვალოს".

ნეთანიაჰუმ, ტრამპს მიმართა, რომ ის არის "ყველაზე დიდი მეგობარი, რომელიც ოდესმე ჰყოლია ისრაელს თეთრ სახლში".


ეგვიპტემ და იორდანიამ კატეგორიულად უარყვეს ტრამპის წინადადება პალესტინელების ღაზიდან გადასახლების შესახებ. ტრამპის იდეა დაგმეს ასევე ღაზის სექტორის მცხოვრებლებმა.


ისრაელმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გააგზავნა ჯგუფი შუამავალ კატარში, რათა განიხილონ შეთანხმების მეორე ეტაპი. ჰამასმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს დაიწყო მოლაპარაკებები მეორე ეტაპისთვის, რომ ყურადღება გამახვილდა "თავშესაფარზე, დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე".


ცეცხლის შეწყვეტის პირველი ექვსკვირიანი ეტაპის განმავლობაში, ჰამასმა და ისრაელმა დაიწყეს ღაზაში მყოფი მძევლების გაცვლა ისრაელის საპატიმროში მყოფ პალესტინელებზე. 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასმა იერიში მიიტანა ისრაელის სამხრეთის არეალზე, რის დროსაც 250 მძევალი გაიტაცეს. მათგან 76 ჯერ კიდევ პალესტინელთა ტერიტორიაზეა, ხოლო 34, ისრაელის სამხედროების თქმით, დაღუპულია, წერს AFP-ი.


მათი საუბარი შეეხო ასევე საუდის არაბეთის და ისრაელის ურთიერთობას. ისრაელის პრემიერმა, როცა საუდის არაბეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდა, განაცხადა, რომ "მშვიდობა ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის არა მხოლოდ შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება".


ვაშინგტონის შეხვედრის თემაა ასევე ირანი, რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და ლიბანის ჰეზბოლას მოძრაობას. 4 თებერვლის შეხვედრის წინ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის ძალით განახლდება, „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა ირანის მიმართ.


AFP-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა 19 იანვარს, ისრაელმა დაიწყო საომარი ოპერაცია პალესტინელი მებრძოლების წინააღმდეგ პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირის ჩრდილოეთ რეგიონში.










 

 



 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Блинкова вышла во второй круг турнира WTA-250 в Клуж-Напоке, обыграв Соррибес-Тормо






Станет ясно 15 февраля: какая погода на Сретенье - такой и будет весна 2025 года

Якутянка стала призером Кубка России по футболу в залах

В Московском театре мюзикла прокомментировали ситуацию с постановками с Кортневым

Из худших пробуждений. Чем ответит природа на несвоевременный выход из сна?