Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"გურჯაანის მერიის ტერასიდან ვედრით წყალი გადმომასხეს” - აქციის მონაწილე

0

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი თორნიკე თევზაძე, რომელიც 5 თებერვალს გურჯაანის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკაციან აქციას მართავდა, ამბობს, რომ მერიის შენობის ტერასიდან ვედროთი წყალი გადაასხეს.

„წყალი გამიზნულად გადმომასხეს, იმიტომ რომ დილიდან აქ ვარ და აქციას ვმართავ. ამ სიცივეში ადამიანისთვის წყლის გადმოსხმა ნიშნავს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. უკმაყოფილო არიან ჩემი პროტესტით. მერიის შენობიდან პერიოდულად მაგინებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. მეც ვპასუხობ. ამით ვერ შემაშინებენ, პროტესტს გავაგრძელებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე თევზაძემ.

მისი მოთხოვნებია, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.

„მსგავსი არაფერი მომხდარა. თორნიკე დილიდან აქ იმყოფება, აქციას მართავს და დროდადრო მერიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას გვაყენებს. ჩვენ მასთან დიალოგში არ შევდივართ“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თორნიკე თევზაძე მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლებზეც კარგად უნდა ჩანდეს წყლის გადასხმის ფაქტი.

კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონების და თბილისის მსგავსად, საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციები ყოველდღე იმართება თელავსა და ახმეტაში.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






Число погибших при стрельбе в шведском городе Эребру возросло до 11 человек

Иркутская область получила медаль за создание модельных библиотек

SHAMAN рассказал о своем отношении к образу князя Владимира

Еще один заместитель губернатора Ростовской области может оставить свою должность