Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"ქართულ ოცნებას" სამი "ოპოზიციონერი" გამოეყო

0

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ილია ინჯიამ, ვარლამ ლიპარტელიანმა და ნიკა ელისაშვილმა დღეს, 5 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გადაწყვიტეს, დატოვონ უმრავლესობა და ოპოზიციის სტატუსით გააგრძელონ მუშაობა.

ილია ინჯიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი გაერთიანება პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპული სოციალისტების“ ბაზაზე ჩამოყალიბდა, მიზნად კი დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის" და "ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნების" არდაშვება.

მუშაობის ოპოზიციონერი დეპუტატების სტატუსით გაგრძელების გადაწყვეტილებაზე ჯგუფმა მას შემდეგ განაცხადა, რაც 5 თებერვალს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს,

„ვფიქრობ, ეს მოცემულობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, საქართველოში ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური კულტურა. როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია დაკავებულია არა პოლარიზაციის და სიძულვილის გაღვივებით, არამედ რეალურ საქმეზე ორიენტირებული კრიტიკით და ახალი ინიციატივების შემუშავებით, რომელიც ქვეყნის უფრო ეფექტურ მართვასა და სწრაფ განვითარებას ემსახურება", - თქვა ილია ინჯიამ.

მანვე დაამატა, რომ ჯგუფის მისიად ხედავენ "ჯანსაღი ოპოზიციის მისიის შესრულებაში, რომელიც ეფექტურ ზედამხედველობას განახორციელებს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობაზე."

2024 წლის დეკემბერში "ჯანსაღი ოპოზიციის" შექმნის სახელით "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყვნენ საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის სიით შესული "ხალხის ძალის" წევრები.

5 თებერვალს სადავო პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდეგაც ორგანო ახლა 101 წევრისგან შედგება. გადაწყვეტილებას ტაშიც შეხვდნენ დარბაზში მყოფი "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები.

სადეპუტატო უფლებამოსილებაშეწყვეტილებს შორის 19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და 14 - „ძლიერი საქართველოს“. მათ უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.

ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა(89 მანდატი).

ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.

საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко проиграла в первом круге турнира WTA-1000 в Дохе






Специалист Гомыранов: тёплая зима не повлияет на количество змей в Подмосковье

«Самый добрый клоун»: Юрий Куклачёв, его династия и звёзды эстрады и цирка представят уникальный бенефис в городах России

Охрана Блогеров. Охрана Певцов. Охрана Концертов. Охрана концертов мероприятий.

В Подмосковье начали принимать заявки на премии для молодых учёных