Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

0

სადავო პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რის შემდეგაც ორგანო ახლა 101 წევრისგან შედგება. გადაწყვეტილებას ტაშიც შეხვდნენ დარბაზში მყოფი "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები.

სადეპუტატო უფლებამოსილებაშეწყვეტილებს შორის 19 „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია, 16 - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და 14 - „ძლიერი საქართველოს“. მათ უფლებამოსილების შეწყვეტა თავად მოითხოვეს.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სადაო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ "ის, ვინც ცდილობს დემოკრატიის და საქართველოს მოქალაქეების შანტაჟს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მიიღებს სამართლიან კონსტიტუციურ, კანონიერ პასუხს ამაზე".

ეს ოპოზიციური გაერთიანებები გაყალბებულად მიიჩნევენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, რომლის ოფიციალური შედეგებით უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა(89 მანდატი).

ოპოზიციამ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარი თქვა და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

სამი ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწერეს განცხადებები პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და ახალ არჩევნებს მოითხოვს კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია, „გახარია საქართველოსთვის“, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.

პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ, თუმცა უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად განცხადებები არ დაუწერიათ.

საქართველოში 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით. რასაც მოგვიანებით დაემატა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев победил Вавринку и вышел во второй круг турнира ATP в Роттердаме






Сергей Собянин. Неделя мэра

В Петербурге избили незрячего экс-хоккеиста Премьер-лиги США

В Люберцах провели рейд по пресечению нарушений ПДД курьерами

Государство оплатит лечение: спасет ли Буйнова от рака препарат за миллион рублей