Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ომბუდსმენის განცხადებით, ეუთო/ოდირს სთხოვეს "ქართული ოცნების" კანონპროექტების შეფასება

0
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 5 თებერვალს ეუთო/ოდირს მიმართეს და სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვეს "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით.


"ქართული ოცნებს გეგმავს, დაჩქარებული წესით განიხილოს და შეცვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი.


"მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.


საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად", - ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.




"ქართული ოცნების" პარლამენტი დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს. კერძოდ, იგეგმება ჯარიმებისა და  პატიმრობის ვადის ზრდა:



წვრილმანი ხულიგნობისთვის, რისთვისაც პოლიცია არაერთ დემონსტრანტს აკავებს ხოლმე აქციებზე, დაკავებულს კიდევ უფრო დიდი ჯარიმა დაუწესდება (მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა);
წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიდან 60 დღემდე გაიზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობასთან დაკავშირებით;
წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება აქციების გამართვა კერძო საკუთრებაში არსებულ საჯარო სივრცეებში (მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში);
ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება, რომელიც აქამდე მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;
პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, მუქარისა და ძალადობისთვის სასჯელი დამძიმდება და 5-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება.


 


საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს "ქართული ოცნების" დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ეს ნიშნავს, რომ მისი მიღება ერთ კვირაში იქნება შესაძლებელი.


70-ე დღეა, საქართველოში არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. 


„ქართულმა ოცნებამ“ უკვე აკრძალა აქციებზე ნიღბების ტარება, ფეიერვერკის გამოყენება, ლაზერის მინათება. ირაკლი კობახიძემ მთავრობის სახელით ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ათეულობით საავტომობილო გზაზე აქციის გამართვა აიკრძალა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова снялась по ходу матча на турнире в Абу-Даби






"Динамо" подарит игровую форму Роналду и Ладжами, который носит их мерч

СПАСЕНИЕ ОТ ДЕНУКЛЕАРИЗАЦИИ! СЕНСАЦИЯ ПРО "Z" И "Аз" В НЛП СВО. ДОРАБОТКА РАКЕТЫ "ОРЕШНИК". В.В. Путин, Дональд Трамп. Новости. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Эксперт объяснила, почему жители Алтая вкладывают в банки все больше денег

Принуждение и шантаж. Братьев Бабакохян ждет новый суд