Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა

0
"ქართული ოცნების" სადავო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.

საკანონმდებლო ცვლილებები ინიციირებულია ერთდროულად რვა კანონში, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია:


შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;სისხლის სამართლის კოდექსი.



კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა 500-დან 1000 ლარამდე თანხით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.

ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზრდება - ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.

ასევე, ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 2000 ლარით.

მაგრამ განმეორების შემთხვევაში, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.


პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით; ახლა 2000-დან 3000-მდე ლარით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.განმეორების შემთხვევაში, გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე თანხით ან 7-15-დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.



შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:


სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი;სამხედრო მოსამსახურე;სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;აღსრულების პოლიციელი;„სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.



ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Блинкова проигала 143-й ракетке мира во втором круге турнира WTA в Клуж-Напоке






В Подмосковье сотрудники Росгвардии почтили память Героев Сталинградской битвы

Два человека погибли в результате падения легкомоторного самолёта в Подмосковье

Обвиняемых в похищении мужчины на западе Москвы арестовали

Диетолог назвала полезный и питательный вариант завтрака