Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ირანი აცხადებს, რომ თავისი ბირთვული პროგრამის შემოწმება „იოლი ამოცანაა“

0

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ იოლია იმაში დარწმუნება, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია 6 თებერვალს მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თეირანთან შემოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმება სურს.

ირანი არ ესწრაფვის ბირთვული იარაღის შექმნას, რადგან უდანაშაულო ადამიანების მასობრივი ხოცვა ისლამური რესპუბლიკის დოქტრინით აკრძალულია, განაცხადა ფეზეშქიანმა თეირანში უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩებთან სატელევიზიო შეხვედრაზე.

„[ჩვენი ბირთვული პროგრამის] შემოწმება იოლი ამოცანაა. ისინი აქ ჩამოდიან და ამოწმებენ ყოველ ჯერზე, როცა კი ეს სურთ და შეუძლიათ ჩამოვიდნენ და შეამოწმონ კიდევ ასჯერ“, - თქვა ფეზეშქიანმა.

ტრამპმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ისურვებდა ირანთან შემოწმებული ბირთვული სამშვიდობო შეთანხმების ქონას.

თავის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, ტრამპმა აშშ ცალმხრივად გაიყვანა ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც ირანმა 2015 წელს დადო გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და გერმანიასთან.

ამ შეთანხმებით, ირანს თავისი ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა, ამის სანაცვლოდ კი დასავლეთი მის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეარბილებდა. შეთანხმებიან გასვლის შემდეგ, აშშ-მა კვლავ აღადგინა სანქციები, რომლებიც ირანის ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, ხოლო ირანმა ეტაპობრივად აამოქმედა თავისი ბირთვული პროგრამა, რომელიც, თეირანის თანახმად, მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილეა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев вышел в четвертьфинал теннисного турнира в Роттердаме






В Подмосковье сотрудники Росгвардии почтили память Героев Сталинградской битвы

В Москве состоится презентация 17 тома книги «Человек нового времени»

2016 • Регулярный Турнир 24-25 марта на Весенние каникулы "KidsCupHockey"

Москвичка потерялась в горах Кабардино-Балкарии, спустившись по крутому склону