Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მზია ამაღლობელის საქმეზე სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა

0

ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" პატიმრობაში მყოფი დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმეზე 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა, პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით.

როგორც ომბუდსმენის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფი შეიქმნა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებით, მათთან კონსულტაციითა და ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით. ჯგუფში შედიან:

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმები უახლოეს მომავალში მოინახულებენ მზია ამაღლობელს და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას.

"ექიმთა ჯგუფი მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რომელსაც წარმოუდგენენ სახალხო დამცველს. დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ "სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ".

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 26 დღეა შიმშილობს. 4 თებერვალს ის კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. გამოკვლევების დასრულების შემდეგ მას სურს ციხეში დაბრუნება.

მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, - რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, - კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, პოლიტიკოსები საქართველოსა და საზღვარგარეთ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.

ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.

ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в четвертьфинал парного разряда турнира WTA-250 в Румынии






Диетолог назвала полезный и питательный вариант завтрака

Обвиняемых в похищении мужчины на западе Москвы арестовали

Врач-гигиенист клиники «Мегастом» Инна Гришина: вредят ли зубам отбеливающие порошки

Два человека погибли в результате падения легкомоторного самолёта в Подмосковье