Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საფრანგეთმა უკრაინას Mirage 2000-ის პირველი პარტია გადასცა

0

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ საფრანგეთმა უკრაინას მიაწოდა Mirage 2000 ტიპის პირველი ავიაგამანადგურებლები.

ამის შესახებ მანამდე ინფორმაცია გაავრცელა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ.

მისი თქმით, პირველი თვითმფრინავი უკვე ჩავიდა უკრაინაში. „ახლა ის უკრაინის სადარაჯოზე დადგება უკრაინელ მფრინავებთან ერთად“, - თქვა მინისტრმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, რამდენი თვითმფრინავი მისცა პარიზმა კიევს.

გამოცემა Avions Legendaires-ი ადრე წერდა, რომ უკრაინა საფრანგეთიდან 20 თვითმფრინავს მიიღებდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "უკრაინის საჰაერო ფლოტი განვითარებას განაგრძობს. საფრანგეთიდან ჩამოვიდა პირველი Mirage 2000-ები, რომლებმაც შეავსეს საჰაერო თავდაცვის ჩვენი შესაძლებლობები."

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ პარიზი კიევს წლის ბოლომდე გადასცემდა Mirage-ებს და უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც იკისრებდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ შარშან ოქტომბერში დადო პირობა, რომ უკრაინა ავიაგამანადგურებლებს უკვე 2025 წლის დასაწყისში მიიღებდა.

ლეკორნიუმ დააზუსტა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი Mirage-ები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით - „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის რაკეტებითა და რადიოელექტრონული დაცვის სისტემით.

Mirage 2000 ფრანგული ერთძრავიანი რეაქტიული, მრავალმხრივი გამოყენების მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებელია, რომელსაც აწარმოებს კომპანია Dassault-ი.

განახლებულ ვერსიას, Mirage 2000 - 5F-ს, რომელსაც უკრაინას აწვდიან, შეუძლია ატაროს და გატყორცნოს ფრთოსანი რაკეტები - SCALP-EG და Storm Shadow.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

В сети появилось трогательное видео Рыбакиной с детьми






МИД Великобритании лишил аккредитации дипломата из России

Минтранс заявил о планах возобновить прямые перелеты между РФ и Абхазией в мае

Захарова: Россия готова решить вопрос с регистрацией "Русского дома" в Баку

Продюсер "Три дня дождя" Слэм: солист группы лечится в рехабе из-за депрессии