Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ბალტიის ქვეყნები გამოეთიშა რუსეთისა და ბელარუსის ელექტროგადამცემ ქსელებს

0
8 თებერვალს, ბალტიის სამი ქვეყანა: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გაითიშა ელექტროგადამცემი ქსელიდან, რომელიც აკავშირებს რუსეთს, ბელარუსსა და რუსეთის ექსკლავს, კალინინგრადს  - იუწყება რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრო:


„დღეს კალინინგრადის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრეა 1,88 გიგავატი, რაც ორჯერ აღემატება რეგიონის პიკური ენერგიის მოხმარებას და საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ მოქალაქეების ენერგომომარაგება ნებისმიერ ვითარებაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.




ესტონური გაზეთ Postimees-ის ცნობით, 33 საათში ბალტიის ქვეყნები მთლიანად საკუთარ სიხშირულ ზონაში მოექცევიან და კვირა საღამოს ისინი უნდა დაუკავშირდნენ კონტინენტური ევროპის სინქრონულ ქსელს (ასევე ცნობილია როგორც UCTE ქსელი) ლიეტუვის პოლონეთთან დაკავშირების გზით. ეს ქსელი მოიცავს ევროპის უმეტეს ქვეყნებს, დასავლეთით პორტუგალიიდან აღმოსავლეთით უკრაინასა და თურქეთამდე.


ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციის პროექტში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.




ესტონეთის ელექტრო ქსელის ოპერატორმა განაცხადა, რომ გათიშვას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მომხმარებლებზე.


„ბალტიის ქვეყნების ენერგეტიკული დამოკიდებულების შეწყვეტით რუსეთზე, ჩვენ აგრესორს მოვაკლებთ შესაძლებლობას ჩვენს წინააღმდეგ ელექტროენერგიის იარაღად გამოყენებისა და გავაძლიერებთ ჩვენს სისტემებს როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ.



რუსეთის მიერ უკრაინაშისრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიის ქვეყნებმა შეწყვიტეს რუსული გაზისა და ელექტროენერგიის ყიდვა. თუმცა, მათი ელექტროქსელები კვლავ დაკავშირებული იყო რუსეთთან და ბელარუსთან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Роттердам (ATP). 1/2 финала. Алькарас сыграет с Хуркачем, де Минаур – с Беллуччи






Секретная Служба США (СССР) СПОСОБНА ОТРАВИТЬ США "X"? РИА НОВОСТИ, TIME, В.В. Путин, Дональд Трамп, Илон Маск. СПАСЕНИЕ ВОЗМОЖНО! Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

На пути к инновациям в медицине: интервью генерального директора сети клиник «Будь Здоров» на Radio Mediametrics

Героическое участие армян в СВО. Часть одиннадцатая

РПЦ: В России нужно принять законы против экстрасенсов