Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

CIT: 2024 წელს უკრაინასა და რუსეთში დაბომბვებს ემსხვერპლა 2600 მშვიდობიანი მოქალაქე

0
2024 წელს, სამხედრო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით კი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომვბის გამო, უკრაინისა და რუსეთის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 14000-ზე მეტი დაშავდა.


ასეთ მონაცემებს შეიცავს ანგარიში "სამოქალაქო მსხვერპლი დაბომბვის შედეგად 2024 წელს", რომელიც  საგამოძიებო ჯგუფის „კონფლიქტის დაზვერვის გუნდის“ (CIT) მიერ მომზადდა.




ეს გამოთვლები ეფუძნება ჯგუფის მოხალისეების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს.


CIT-ი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციის შეგროვებისას იგი ძირითადად ეყრდნობა ოფიციალური პირების განცხადებებს და დადასტურებულ ღია მონაცემებს.


დაღუპულთა ნახევარზე მეტი - 1915 ადამიანი, მათ შორის 81 ბავშვი - დაიღუპა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბომბვის შედეგად.


რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე კი 452 ადამიანია დაღუპული,  მათ შორის 20 ბავშვი.


მოხალისეების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე დაბომბვაას ემსხვერპლა  233 ადამიანი. მათ შორის 14 ბავშვია.


რაც შეეხება დაჭრილებს და დაშავებულებს, 2024 წელს, რუსეთის ტერიტორიაზე დაშავდა 1600-ზე მეტი ადამიანი,  ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე 12 500-ზე მეტი.


ვინაიდან მოხალისეებმა ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ 2023 წლის ბოლოს დაიწყეს, შეუძლებელია ამ მაჩვენებლების შედარება ადრინდელ მონაცემებთან.


გაეროს ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 12 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს მონაცემები, სავარაუდოდ, სრულყოფილი არ არის.


რუსეთში, 2024 წელს, უკრაინის დარტყმების შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა ბელგოროდის რეგიონის მაცხოვრებლები იყვნენ. უკრაინაში დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კი დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებშია, სადაც აქტიური სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко и Азаренко сыграют на турнире WTA-1000 в Дохе






ЦСКА подписал легионера, экс-футболист «Спартака» может потерять работу в Европе. Трансферы и слухи дня

Свыше трети россиян выступают за регистрацию продавцов через платформу "Госуслуги"

Си Цзиньпин приедет в Москву на празднование Дня Победы

Родители детей до 23 лет: в России планируют увеличить пособия