Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 25%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესება აშშ-ში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 10 თებერვლიდან აპირებს 25%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესოს აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა ფოლადსა და ალუმინზე. Reuters-ის თანახმად, ტრამპი 11 ან 12 თებერვალს გამოაცხადებს საპასუხო ზომების შემოღებას იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებენ ტარიფებს ამერიკულ საქონელზე. მისივე თქმით, ეს ზომები თითქმის მაშინვე შევა ძალაში.

პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპმა დააწესა 25%–იანი ტარიფი ფოლადზე და 10%-იანი - ალუმინზე, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ის ზოგიერთ სავაჭრო პარტნიორს: კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას გარკვეული კვოტები დაუწესა უტარიფო ვაჭრობაზე. როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, ტრამპის მემკვიდრე ჯო ბაიდენმა ეს კვოტები გაავრცელა ასევე დიდ ბრიტანეთზე, იაპონიასა და ევროკავშირის ქვეყნებზე.

აშშ-ისთვის ფოლადის ყველაზე დიდი მიმწოდებლები არიან კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთი კორეა და ვიეტნამი. კანადა რჩება პირველადი ალუმინის მთავარ ექსპორტიორად, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 80%-ს შეადგენდა 2024 წლის იანვრიდან ნოემბრამდე. აშშ-ისთვის ალუმინის ჯართისა და ალუმინის შენადნობების უდიდესი მიმწოდებელია მექსიკა.

დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელს უწესებს 25%-იან საბაჟო გადასახადს და 10%-იან ტარიფს - კანადურ ენერგომატარებლებს.



პრეზიდენტმა ტრამპმა მიზეზებად დაასახელა შეერთებული შტატების საზღვრების დაცვისა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის აუცილებლობა და სავაჭრო ბალანსის დეფიციტი.

მაგრამ 2 დღეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 დღით გადადო კანადისა და მექსიკისთვის ახალი საბაჟო გადასახადების ამოქმედება. კანადამ და მექსიკამ საპასუხო ზომების მიღება შეაჩერეს.



3 თებერვალს მიღებულ ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებები კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტთან, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა, გააძლიერონ საზღვრების დაცვა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ 4 თებერვლიდან დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდება ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.

პასუხად ჩინეთმა ამერიკულ პროდუქციას დამატებითი საბაჟო გადასახადი დაუწესა. 10 თებერვლიდან აშშ-დან იმპორტირებულ ნავთობზე დაწესდება დამატებით 10%-იანი საბაჟო გადასახადი, ხოლო ნახშირსა და თხევად ბუნებრივ გაზზე - 15%-იანი.



დამატებით 10%-ით დაიბეგრება ამერიკული ავტომანქანების იმპორტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იანვრის ბოლოს არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადებს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

ბრიუსელმა განაცხადა, ევროკავშირი მზად არის საპასუხო ზომებისთვის, თუ აშშ ევროკავშირს ახალ საბაჟო ტარიფებს დაუწესებს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев опустился на одну строчку в рейтинге ATP






В Тюменской области предупредили об усилении ветра 12 февраля

Российские тяговые батареи для погрузчиков

США "X" СПОСОБНА ОТРАВИТЬ СЕКРЕТНАЯ СЛУЖБА США? РИА НОВОСТИ, TIME, В.В. Путин, Дональд Трамп, Илон Маск. СПАСЕНИЕ ВОЗМОЖНО! Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Комфорт и экология – стоит ли покупать квартиру в ЖК «Союзный»?