Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ესპანეთში თავშეყრილი მემარჯვენე ძალების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი იდეები ახლა "მეინსტრიმულია"

0

მადრიდში გაიმართა ევროპელი მემარჯვენე, ნაციონალისტურ-პოპულისტური ორიენტაციის ძალების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის სიდიდით მესამე ფრაქციის, ბლოკში, "პატრიოტები ევროპისთვის", გაერთიანებული პარტიების ლიდერები.

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ პარტიათა პოპულარობა, ეკონომიკის პრობლემების და მოსახლეობაში მიგრაციასთან დაკავშირებული უკმაყოფილების ფონზე. ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში პოპულისტური ორიენტაციის ძალები ხელისუფლების შემადგენლობაში არიან ან მას საერთოდაც ხელმძღვანელობენ - თუმცა ევროკავშირის დონეზე ისინი ჯერ ოპოზიციურ ძალებად რჩებიან.

შეხვედრაში, რომელსაც 2 ათასამდე აქტივისტიც ესწრებოდა, მონაწილეობა მიიღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ, ნიდერლანდის პარტია "თავისუფლების" ლიდერმა ხერტ ვილდერსმა, საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ხელმძღვანელმა მარინ ლე პენმა, ჩეხეთის ექსპრემიერმა ანდრეი ბაბიშმა და სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა.

შეხვედრაზე ყველაზე ხშირად ისმოდა ლოზუნგი: "დავუბრუნოთ ევროპას სიდიადე" (MEGA) - რომელიც წარმოადგენს პარაფრაზს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ლოზუნგისა: "დავუბრუნოთ ამერიკას სიდიადე" (MAGA).

შეხვედრაზე ბევრმა გამომსვლელმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპს და თქვა, რომ ევროპას აუცილებლად ელის პოლიტიკური ცვლილებები და ხელისუფლებაში მემარჯვენე ძალების მოსვლა.

"გუშინ ერეტიკოსები ვიყავით, დღეს კი მეინსტრიმი ვართ", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა, რომლის ხელმძღვანელობის პირობებშიც უნგრეთის მთავრობას არაერთი საკითხის თაობაზე დაპირისპირება აქვს ევროკომისიასთან და ევროკავშირის ბევრი ქვეყნის ხელისუფლებებთან - იქნება ეს მიგრაცია, უკრაინაში მიმდინარე ომი თუ რუსეთთან ურთიერთობა.

შეხვედრაზე გამომსვლელები აკრიტიკებდნენ მემარცხენე იდეოლოგიას, ასევე ევროკომისიის ხელმძღვანელობას და ესპანეთის მემარცხენე-ცენტრისტულ ხელისუფლებას. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ეს ძალები თავიანთ იდეოლოგიურ მოკავშირედ მიიჩნევენ.

ბლოკი "პატრიოტები ევროპისთვის" შეიქმნა შარშან, ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ძალების მიერ მოპოვებული წარმატების შემდეგ. ბლოკში არ გაწევრიანდა პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" - რომლის პოზიციები ბევრ საკითხშია ახლოს ბლოკის შეხედულებებთან.

თუმცა ბლოკის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა წევრმა ვიქტორ ორბანმა გამოაცხადა, რომ 11-12 თებერვალს გეგმავს ბუდაპეშტში შეხვდეს პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" ლიდერს, ალის ვაიდელს. ეს შეხვედრა გაიმართება გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Буэнос-Айрес (ATP). 1-й круг. Карбаллес Баэна встретится с Лайовичем, Дьере – с Мюллером






В российских городах состоятся благотворительные концерты «Культура в помощь Донбассу»

Российские тяговые батареи для погрузчиков

В Тюменской области предупредили об усилении ветра 12 февраля

PRYSM GROUP – архитектурное бюро, создающее будущее