Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოსისტემაზე

0
უკრაინის ენერგოსისტემას ე.წ. ავარიული გათიშვა დასჭირდა რუსეთის მორიგი მასირებული საჰაერო შეტევის გამო. ამის შესახებ დღეს, 11 თებერვალს, დილით განაცხადეს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ და კომპანია „უკრენერგომ”.


გალუშჩენკოს ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს გაზის ინფრასტრუქტურაზე და ენერგოობიექტებზე შეტევა განაგრძეს დილითაც.


მინისტრის თანახმად, ენერგოსისტემის ოპერატორმა კომპანიამ სასწრაფოდ დაიწყო ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა, რათა მინიმუმამდე დაეყვანა მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები.


უკრაინის გაზის კომპანია „ნაფტოგაზის" ინფორმაციით, რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად ენერგოობიექტები დაზიანდა პოლტავის ოლქში. კომპანიის თანახმად, მსხვერპლი არ არის. სპეციალისტები გაზმომარაგების აღსადგენად მუშაობენ.




რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას პერიოდულად დღემდე უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.


უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Касаткина обыграла Кудерметову на турнире в Дохе, не проиграв ни гейма






Пассажир электробуса пострадал в результате ДТП в Москве

Лень подводит. Онколог Каприн: какие виды рака особенно смертельны

56% учителей в Подмосковье обеспечат планшетами к 2026 году

В виртуальный «Подорожник» петербуржцев добавят льготные проездные