Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"პირველი ნაბიჯია, გათავისუფლდნენ ისინი, ვინც ციხეში არ უნდა იყვნენ“ - ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი

0
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ "საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს". ის საუბრობს ასევე პროდასავლურ აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების აუცილებლობაზეც.

"შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს, დაწყებული ბევრი მიღებული კანონით, რომლებიც აშკარად ზღუდავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებს და ბოლოს ის, თუ როგორ უპასუხა საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ მშვიდობიან დემონსტრაციებს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და საყოველთაო ვალდებულებებს", - თქვა მან ბრიუსელში რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად.

შეკითხვაზე, რა რეაგირება შეიძლება ჰქონდეს ამაზე ევროკავშირს, მან უპასუხა, რომ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პასუხი ნათელი და გულახდილი იყო.

„იცით, რომ არის სხვადასხვა ზომები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებმა გამოიყენეს ევროკავშირის პოზიციის გამოსახატად, სანქციების და ა.შ. ჩათვლით“.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას პროდასავლურ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნისადმი, რაც სულ უფრო ხშირად ისმის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის სტრუქტურებიდან, სკუგი ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ ისინი, ვინც ახლა პატიმრობაში არ უნდა იყვნენ.

„ეს კარგი ნაბიჯია, რასაც, როგორც წესი, წამოვწევთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავსი ვითარება წარმოიშობა, როცა ხელისუფლება გადაამეტებს [უფლებამოსილებას] და არ შეიძლება ადამიანების დაპატიმრება თავიანთი გამოხატვის თავისუფლებისთვის. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია - გათავისუფლდნენ ისინი, ვინც ციხეში არ უნდა იყვნენ“.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თებერვლის დასაწყისში "საგანგაშო" უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის გზისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკურ ნიადაგზე უსამართლოდ დაკავებული ადამიანი“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხად, - მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნების ფონზე, - დასავლურმა ქვეყნებმა სანქციების პოლიტიკა დაიწყეს.

ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია და მოგვიანებით - დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი; საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მუშაობენ სანქციებზე კონსენსუსის მისაღწევად.

საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, გერმანიამ და ჩეხეთმა.

პერსონალური სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები, სხვებთან ერთად, დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს.

დემონსტრაციების 76-ე დღე და 50-ზე მეტი დაკავებული
საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს ქალაქებში უკვე 76-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.

პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.

ამ 76 დღის განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა:


დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
აქციებზე დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს;
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დააპატიმრეს მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 31-ე დღეა, შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ;
2024 წლის დეკემბერში უკვე აკრძალეს აქციებზე სახის დაფარვა, - როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობა გამოუძიებელია სწორედ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობის არარსებობის გამო;
აკრძალეს ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება;
აკრძალეს აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.
მიხეილ ყაველაშვილმა 6 თებერვალს მოაწერა ხელი კანონთა პაკეტს, რომელიც იმავე დღეს მიიღო "ქართული ოცნების" სადავო პარლამენტმა და შეკრება-მანიფესტაციების წესები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Делрей-Бич (ATP). 1-й круг. Норри сыграет со Свайдой, Шевченко – с Ммо






Швыдкой: Более 20 стран примут участие в «Интервидении»

Подмосковье в 4-й раз стало лидером России по производству сыра

Президент Франции Макрон не стал пожимать руку премьеру Индии Моди на саммите

Офицер подмосковного главка Росгвардии рассказал о возможности передачи оружия на СВО в эфире телеканала «360»