მიუნხენში ავტომობილი ხალხში შეიჭრა, არიან დაშავებულები
ინციდენტი მოხდა ცენტრალურ სადგურთან ახლოს. დაზარალებულები არიან მონაწილეები დემონსტრაციისა, რომელიც იქ პროფკავშირების ორგანიზებით მიმდინარეობდა.
შეჯახება მოხდა დახაუერ შტრასესა და ზაიდლშტრასეს მიდამოებში. ბავარიის რადიოს ცნობით, პროფკავშირის წარმომადგენლებმა გამაფრთხილებელი გაფიცვის გამო გამართეს დემონსტრაცია, რომელიც დილის 10:30 საათზე დაიწყო შტიგლმაიერის მოედანთან. აქციაზე რეგისტრირებული იყო 2500 ადამიანი.
პოლიციის ცნობით, მძღოლი დააკავეს. დაკავების დროს პოლიციამ ერთხელ გაისროლა მანქანის მიმართულებით.
ეჭვმიტანილი ავღანეთის მოქალაქეობის მქონე 24 წლის კაცია.
პოლიციის თანახმად, ის ადრე ნარკოტიკებთან და ქურდობასთან კავშირის გამო იყო ცნობილი პოლიციისთვის. მას თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა და გერმანია უნდა დაეტოვებინა. ექსტრემიზმში ის შემჩნეული არ ყოფილა.
პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის მინის ტიპის ავტომობილით მიჰყვებოდა დემონსტრანტების ჯგუფს და პოლიციის მანქანას, რომელსაც შემდეგ გაასწრო და ადამიანების ჯგუფის ბოლოში შეიჭრა.
ავღანელი ეჭვმიტანილი, რომელიც დააკავეს მიუნხენში მანქანის შეჯახების შემდეგ, უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით და დატოვოს გერმანია" თქვა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა. ”რაც მოხდა, საშინელებაა”, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს. „სრულიად გასაგებია, რომ ამ თავდამსხმელს არ შეუძლია რაიმე მოწყალების იმედი ჰქონდეს, ის უნდა დაისაჯოს და უნდა დატოვოს ქვეყანა.
ტელერადიოკომპანია Bayerische Rundfunk-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მანქანა ხალხს განზრახ დაეჯახა. ინციდენტის ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანები დგას, უბანში შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა.
14 თებერვალს მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ბევრი სახელმწიფოს ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციაზე ელიან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, ასევე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
კონფერენციის დღეებში მიუნხენში დაგეგმილია 40-მდე დემონსტრაცია, იტყობინება პოლიცია.