Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის რიცხოვნობა 1,5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს

0

თუ უკრაინა ვერ მიიღებს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, მაშინ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდება 1,5-მილიონიანი არმიის ყოლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კულუარებში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ თქვა, ამჟამად რუსეთს 220 საბრძოლო ბრიგადა ჰყავს, უკრაინას კი - ორჯერ ნაკლები. "ანუ ჩვენც 220 დაგვჭირდება", - დაასკვნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნატოს მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ზელენსკიმ არმიის რიცხოვნობის ორჯერ გაზრდის აუცილებლობაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონოს საუბარშიც გაამახვილა ყურადღება.

ზელენსკის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "ყველაზე იაფი ვარიანტი" უკრაინის ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. "ჩვენ ვენდობით ნატოს, ვენდობით [მის] გარანტიებს", - აღნიშნა მიუნხენში უკრაინის ლიდერმა. ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ "დღევანდელი ამერიკა და ტრამპი მზად არ არიან, ისაუბრონ ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე, რადგან ეს ნიშნავს რუსებთან ესკალაციას."

უკრაინის ხელისუფლებამ მანამდეც არაერთხელ განაცხადა, რომ ნატოში მიწვევა უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში, უკრაინის საკითხებთან დაკავშირებული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, ეჭვქვეშ დააყენა ნატოში უკრაინის მიღება და გამორიცხა უკრაინაში აშშ-ის სამშვიდობო ძალების გაგზავნა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Карьера Елены Рыбакиной оказалась под угрозой






В Татарстане отремонтируют более 200 км автодорог по нацпроекту в этом году

Газпром нефть по итогам 2024 г. обновила рекорд по выручке. Снова

Гидрометцентр РФ: в Москве в субботу ожидается до - 8°С

Косметолог Балакеримова рассказала, как избавиться от второго подбородка