Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ერგნეთის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს 2,5 წლით უკანონო პატიმრობა მიესაჯა

0

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე გაუზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ორ მოქალაქეს, იასონ გენგიურსა და სერგო მერებაშვილს, უკანონო პატიმრობა მიესაჯათ, 2 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე ელოდება ე.წ. სასამართლოს.

"წარსულშიც ყოფილა შემთხვევები, როდესაც უფრო ხანგრძლივი ე.წ. პატიმრობა ყოფილა მისჯილი, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

უკანონოდ დაკავებულებს დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას და ასევე უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებოდა.

ე.წ. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან „სასაზღვრო ნიშნის“ დაზიანების მცდელობისას საქართველოს ორი მოქალაქის, გენგიურისა და მერებაშვილის, დაკავების შესახებ ინფორმაცია გასული წლის 3 ოქტომბერს გაავრცელა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამომავალმა გამოცემა „Сапа-მ", "უსაფრთხოების ძალების" წყაროზე დაყრდნობით.

ანთაძის თქმით, შეხვედრაზე დეტალურად იმსჯელეს ასევე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის თითოეულ ფაქტზეც - ნოემბრის ბოლოდან დღემდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 11 ასეთი ფაქტი აქვს აღნუსხული.

სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, მსჯელობის დროს გააქტიურეს თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხიც.

"ამ საკითხზეც პოზიცია არის უცვლელი, თუმცა სამართლის აღსრულება არის ცენტრალური ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტი - როგორც თამაზ გინტურის, ასევე ჩვენი ყველა თანამოქალაქის შემთხვევაში, რომელიც მოკლული იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - თქვა ანთაძემ.

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. თამაზ გინტურის მკვლელობიდან წელიწადზე მეტი ხნის შემდეგაც, ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა 2023 წლის 23 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია თამაზ გინტურის მკვლელობაზე. რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, მოითხოვენ საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯასა და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას.

რაც შეეხება ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანის საკითხს, რასაც რუსეთი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები დროდადრო ააქტიურებენ, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ "საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის სრულ თანხვედრაში ჩვენი პარტნიორების მიერ გაჟღერებულ პოზიციასთან, ვინაიდან ჟენევის დისკუსიების ჩატარების ერთადერთი ადგილი გახლავთ ჟენევა, ეს დისკუსიები ტარდება გაეროს ჟენევის ოფისში და ჩვენ არ განვიხილავთ არანაირ სხვა ვარიანტს".

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ისა და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში: ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა). 2009 წელს ჟენევის დისკუსიების ფარგლებში გადაწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) შექმნა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 3 აპრილს გაიმართება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Бублик

Бублик в двух сетах проиграл на турнире в Марселе






Трамп назвал блестящей речь Вэнса с критикой Евросоюза

Чат-бот с измененной памятью, уязвимости сайта DOGE и другие события кибербезопасности

Терапевт Чернышова: густая кровь повышает риск появления тромбов

В Татарстане отремонтируют более 200 км автодорог по нацпроекту в этом году