23 წლის სუროგატი დედა, ანასტასია, რომელთან ინტერვიუც რამდენიმე დღის წინ ჩაწერა რადიო თავისუფლებამ, 14 თებერვალს კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მას რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის, “Kinderly Georgia”-ს წარმომადგენლებმა მიაკითხეს სახლში, სადაც ის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და დაემუქრნენ.