იულია ნავალნაია აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს
მეუღლის სიკვდილში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.
ნავალნაიამ აღნიშნა, რომ პუტინთან, რომელიც იტყუება, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. "თუ პუტინთან მოლაპარაკებას გადაწყვეტთ, უბრალოდ გახსოვდეთ: ის დაიწყებს მოტყუებას, მოიტყუება, ის ბოლო მომენტში შეცვლის წესებს და გაიძულებთ ითამაშოთ მისი თამაში", - თქვა პოლიტიკოსის ქვრივმა.
ამასთან, ნავალნაია ამტკიცებს, რომ "პუტინი მალე წავა და რუსეთი თავისუფალი იქნება". ამის შემდეგ კი გაიხსნება „დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის მოკლე ფანჯარა." ამ დროისთვის საჭიროა მკაფიო გეგმის არსებობა, მიიჩნევს ნავალნაია. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს რუსეთის დემოკრატიულ ძალებს.