Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტისა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

0
მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მათ შორის მოლაპარაკება თავდაპირველად დილას იყო დაგეგმილი, მაგრამ ამერიკის მხარემ ითხოვა შეხვედრის გადადება, რათა გასცნობოდა პარტნიორობის შესახებ მემორანდუმის ტექსტს.


ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ ვენსმა განაცხადა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო. "ჩვენ გვსურს, რომ დასრულდეს ომი, ჩვენ გვსურს, რომ შეწყდეს მკვლელობა, ჩვენ გვინდა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას, და არა ისეთ მშვიდობას, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ევროპაში კონფლიქტი მოჰყვება“, - ციტირებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს უკრაინული სააგენტო „უკრაინსკა პრავდა“.


ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ 1უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში“ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების კიდევ ბევრი რაუნდი გაიმართება. და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეიმუშავებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ხანგრძლივ მშვიდობას.



ზელენსკიმ დაადასტურა თავისი სურვილი - „შეაჩერონ პუტინი და დაასრულონ ომი“. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კით კელოგის ნახვის.





ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯეი დი ვენსის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის პირველი პირადი კონტაქტია.
ჯეი დი ვენსი თეთრი სახლის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც მიუნხენის კონფერენციას ესწრება. დელეგაციაში ასევე შედიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კით კელოგი.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Александр Бублик

Бублик в двух сетах проиграл на турнире в Марселе






Три автомобиля сгорели в автосервисе на северо-востоке Москвы

В Туле стартовала самая массовая лыжная гонка страны - "Лыжня России"

Суд в Москве отправил в СИЗО мать за попытку продажи младенца

В Москве арестовали пытавшуюся продать младенца за тысячу долларов мать