ზელენსკი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთ რუსს - პუტინს შეხვდება
და ეს შეხვედრაც მხოლოდ მას შემდეგ გაიმართება, რაც შეერთებულ შტატები, ევროპა და უკრაინა საერთო გეგმას შეიმუშავებენ. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის ნებისმიერ დღეს ჩავიდეს ვაშინგტონში, რათა შეიმუშაოს ერთობლივი გეგმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან და გააგრძელოს ზეწოლა ვლადიმირ პუტინზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის მოგერიებისკენ მიმართულმა ძალისხმევამ გააერთიანა შეერთებული შტატები და ევროპა და ის ამაყობს, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ამ ერთიანობის ნაწილი.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს საღამოს ის, ალბათ, შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვანსს, რომელიც მიუნხენის 61-ე კონფერენციის მონაწილეებს შორისაა.