Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

0
აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 15 თებერვალს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.


არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, საარჩევნო მარათონის ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.


ოკუპირებულ აფხაზეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.


საარჩევნო სიის თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი. მომზადებულია 152 საარჩევნო უბანი. აფხაზეთის მიღმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკიში.




არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საარჩევო უბანი დაიხურა თურქეთში, საქარიის პროვინციაში, სადაც აფხაზური დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს.


ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დასაკვირვებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა 100-მდე საარჩევნო დამკვირვებელი.


რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გააგზავნოს თავისი დამკვირვებლები აფხაზეთში მიმდინარე არჩევნებზე.


ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად ჩაითვლება ის, ვინ მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს პლიუს ერთ ხმას.


ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატები არიან: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ ხურხუმალი.


დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Делрей-Бич (ATP). 1/4 финала. Кецманович играет с Гироном, Фриц встретится с Давидовичем-Фокина






Фигуристка Медведева рассказала о смене имиджа на шоу «Влюбленные в фигурное катание»

SHOT: отравившийся ртутью москвич отказался от претензий к знакомому

"Кибер доктор Зигмунд Фрейд": видео про ЛЮБОВЬ США К РОССИИ! СЕНСАЦИЯ! Новости. В.В. Путин, Д.А. Медведев, Илон Маск, Дональд Трамп. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

В Москве арестовали пытавшуюся продать младенца за тысячу долларов мать