Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

"ჩვენ ამ რეჟიმისთვის გვჭირდება სასწრაფო სანქციები" - ჯო უილსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

0
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე აქვეყნებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გადაღებულ ფოტოს და წერს, რომ მოხარულია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან შეხვედრით მიუნხენში.


„მიხარია, რომ შევხვდი ჩემს მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. არალეგიტიმურმა ივანიშვილმა ოქტომბერში გააყალბა არჩევნები და ახლა მიჰყავს საქართველო დიქტატურისკენ. ჩვენ ამ რეჟიმისთვის გვჭირდება სასწრაფო სანქციები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ერთადერთი გზა“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.




8 თებერვალს ჯო უილსონმა გამოაქვეყნა იმ ქართველი მოსამართლეებისა და პროკურორების სია, რომელთათვისაც სანქციების დაწესებას ითხოვს.


მის პოსტს თანდართული ჰქონდა სამი სია. პირველი, სათაურით "ქართული ოცნების ტყვეები", მოიცავს 52 ადამიანს, რომელთაც ჯო უილსონი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს. სხვებთან ერთად, სიაში არიან მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.


დანარჩენი ორი სია მოიცავს "მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც ამ ადამიანების საქმეებში არიან ჩართულნი, არღვევენ რა ადამიანის უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციას ივანიშვილის უკანონო ბრძანებების შესრულებით".


ამ სიებში შედიან 19 ქართველი მოსამართლე და 18 პროკურორი.




შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და შესაბამისად, არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის, მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის და „ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.


საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე სწორედ ჯო უილსონის მიწვევით ჩავიდა.




14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას იღებენ  60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 150 მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.


2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში არ მონაწილეობს "ქართული ოცნების" მთავრობა.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Янник Синнер

Депутат Журова объяснила политикой разницу дел Синнера и Валиевой






Работают как маркетологи: почему образованные люди чаще становятся жертвами мошенников

Россия уже выиграла от переговоров с США

Три человека пострадали при столкновении электрички с грузовиком под Брянском

Петросян: думаю о международных стартах, посмотрим, что решит судьба