Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 თებერვალს, დღის სამი საათისათვის გაავრცელა.


„საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს".


საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე:


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე "არჩევნების" შესახებ განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფაქტი.




აფხაზეთში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 15 თებერვალს ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.


"არჩევნებში" ხუთი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა, „საარჩევნო მარათონის“ ლიდერებად მიიჩნევიან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა.


ოკუპირებულ აფხაზეთში "საარჩევნო უბნები" ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა. კენჭისყრა საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.


"საარჩევნო სიის" თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 135 ათასამდე ამომრჩეველი.


დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო თანამდებობა დატოვა 2020 წელს არჩეულმა ასლან ბჟანიამ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Даниил Медведев — в полуфинале турнира ATP, конфликт Малкома с фанатами. Главное к утру






Россия уже выиграла от переговоров с США

Работают как маркетологи: почему образованные люди чаще становятся жертвами мошенников

В Москве арестовали пытавшуюся продать младенца за тысячу долларов мать

Google заявит о "победе"? Пусть и в "сражении". В Арбитражном суде пошли навстречу корпорации