Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

0
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება, პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და მასთან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროკავშირის მხრიდან გადასადგმელ საჭირო ნაბიჯებზე.


„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის თაობაზე. განვიხილეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლოა გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.




14 თებერვალს, სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაში, "საქართველო ყურადღების ცენტრში". მან იქ განაცხადა, რომ დასავლეთის რეაქცია ბოლო დროს, საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ "არასაკმარისია".


დისკუსიაზე, სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილ პროექტებზე საქართველოში და განაცხადა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, დასავლეთისთვის "მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა".




2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში "ქართული ოცნების" მთავრობა არ მონაწილეობს.


კონფერენცია 14 თებერვალს გაიხსნა და 16 თებერვლამდე გაგრძელდება.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Паула Бадоса разгромила Мертенс во втором круге турнира WTA-1000 в Дубае






ГосДума сгорает от любопытства: куда делись тонны долларов и золота, которые Асад привёз в Москву самолётом

Москвичам пообещали раннюю весну

Кабачковая икра

Вильфанд рассказал, какая погода ожидается в Москве 23 февраля