Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28

ექიმების ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

0
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფი დასკვნას აქვეყნებს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ.


ექიმთა ჯგუფის ორმა წევრმა, გასტროენტეროლოგმა და კარდიოლოგმა გიორგი გვილიამ და ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში” 7 თებერვალს მოინახულა, ხოლო ოფთალმოლოგი გიორგი ჯავრიშვილი ჟურნალისტს 12 თებერვალს შეხვდა.


გიორგი გვილიასა და ელენე გიორგაძის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები

კლინიკის სამედიცინო პერსონალთან სამედიცინო კონსილიუმის წევრებს პრეტენზია და სერიოზული შენიშვნები არ გვაქვს.


„შეიძლება ითქვას, რომ შიმშილობის 27-ე დღეს (7 თებერვალს), პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ისეთი უკიდურესად მძიმე არ იყო, როგორიც ეს შესაძლებელია ყოფილიყო შიმშილობის ამ ვადაზე.


2025 წლის 7 თებერვლისთვის სხეულის მასის კლება არ აჭარბებდა საწყისი მასის 10%-ს. არ იყო შიმშილობის ე.წ. კეტოზის სტადია. ანალიზებით არ აღენიშნებოდა მძიმე ანემია და რკინის მძიმე დეფიციტი.


ექოკარდიოსკოპული მონაცემები იყო ნორმის ფარგლებში (ჯერჯერობით არ აღენიშნებოდა მძიმე შიმშილობისთვის სახასიათო გულის ზომების შემცირება).


საყურადღებო იყო ბრადიკარდიისკენ მიდრეკილება, გულის რიტმი სინუსური, ბრადიკარდიის ზღვარი, 60 დარტყმა წთ–ში. პაციენტს არ ჰქონდა ჰიპოთერმია, არ უჩიოდა ქოშინს მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის და ლაპარაკის დროს (საყურადღებო იყო მხოლოდ ზოგადი სისუსტე და შენელებული, მაგრამ სრულიად ადეკვატური მეტყველება)“.


ექიმების განმარტებით, მზია ამაღლობელი არ აღნიშნავდა მხედველობის, სმენის და ყნოსვის დაქვეითებას. სითხეს (წყალი) იღებდა ადეკვატურად, პერორულად. წყლის ყლაპვის დროს არ აღნიშნავდა მძიმე სახასიათო ტკივილის შეგრძნებას საყლაპავის გასწვრივ.


2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის ენერგეტიკული ბალანსი ნარჩუნდებოდა გლუკოზის ხსნარის ინფუზიით, ელექტროლიტური ბალანსი შენარჩუნებული იყო ელექტროლიტების სისტემატური ინფუზიით.


კიდურების მოძრაობა თავისუფალი, პალატაში გადაადგილდებოდა თავისით, დახმარების გარეშე, თუმცა, მოძრაობდა ნელა. არ უჩიოდა მუცლის ტკივილს, არ ჰქონდა გამოხატული გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომატიკა (ამისთვის დანიშნული ჰქონდა PPI და ანტაციდი).


„2025 წლის 7 თებერვლისთვის პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა როგორც დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებო. ასეთ დროს დიდია პაციენტის მდგომარეობის სწრაფი დამძიმების რისკი, კერძოდ, შესაძლებელია შიმშილობის მეორე – კეტოზის და მესამე – ცილების შეუქცევადი კატაბოლიზმის ფაზის სწრაფი დადგომა.


ამ დროს ძალიან მალე შეიძლება განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა და სიცოცხლისთვის რეალური საფრთხე. ეს ყველაფერი დეტალურად ავუხსენით პაციენტს, ვურჩიეთ შეეწყვიტა შიმშილობა და დაეწყო კვება სპეციალური გაიდლაინის მიხედვით, ან თუ არ შეწყვეტდა შიმშილობას (რაც იყო კიდეც მისი გადაწყვეტილება), დაკვირვება და მკურნალობა გაგრძელებულიყო კლინიკის პირობებში“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ექიმების დასკვნას ეყრდნობა.


გიორგი ჯავრიშვილის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგები

ოფთალმოლოგმა გიორგი ჯავრიშვილმა პატიმარი ჟურნალისტი 12 თებერვალს მოინახულა.


პაციენტს კლინიკა „ვივამედში“ ჩაუტარდა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკა. დადგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის III ხარისხის კერატოკონუსი.


რამდენიმე წლის წინ მარცხენა თვალი ნაოპერაციევია კერატოკონუსის გამო - გაკეთდა რკალების იმპლანტაცია.


„ამჟამად, პაციენტი აღნიშნავს მხედველობის დისკომფორტს და თვალების სიმშრალეს, რაც შეესაბამება შიმშილობის ფონზე ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას.


მიმდინარეობს მშრალი თვალის სინდრომის კონსერვატიული მკურნალობა“.


2025 წლის 6 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველის N21 ბრძანებით შეიქმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით.


მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს 2025 წლის 12 იანვრიდან (დაკავების შემდეგ). ოფიციალურად სრული შიმშილობა გამოცხადებული აქვს 2025 წლის 21 იანვრიდან.


4 თებერვალს, მზია ამაღლობელი კვლევებისა და მკურნალობის მიზნით N5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.


14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლას ეხებოდა.


მზია ამაღლობელის საქმე

ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 35-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.


ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში - უკვე 12 იანვარს - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.


„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.


ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Марсель (ATP). 1/4 финала. Чжан сыграет с Бергсом, Медведев встретится со Штруффом






Столичную работу системы отопления скорректировали из-за похолодания

Финал проекта «Народный Ледниковый» пройдет в саду «Эрмитаж» в Москве

КХЛ. «Спартак» — «Торпедо». Прямая трансляция: смотреть хоккей онлайн

Меркурис: Путин и Трамп довели Европу до нервного срыва